ფოთში, ნატოს დღეების ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ფოთი დამატების თარიღი 17 აპრილი, 2018 257 ფოთში, ნატოს დღეების ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელი, ტორსტენ დერიკი უძღვებოდა. მან ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და საინფორმაციო შეხვედრის დიდი ნაწილი, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდების შესახებ საუბარს დაეთმო. ცნობისათვის, ნატოს დღეები წელს მეთერთმეტედ აღინიშნება და მისი მიზანია ალიანსისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება. ნატოს დღეები საქართველოში ოფიციალურად 16 აპრილს გაიხსნა და 1 მაისამდე გაგრძელდება.