ფოთში მშობელი მასწავლებელის მხრიდან მის შვილზე განხორციელებულ ბულინგზე საუბრობს ფოთი დამატების თარიღი 6 ივნისი, 2018 375 ფოთში, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-9 კლასის მშობელი ბულინგზე ხმამღლა საუბრობს. ის მასწავლებელს მოსწავლის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. როგორც ის განმარტავს, პედაგოგმა მის შვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. :ჩემს შვილზე ბულინგი განხორციელდა. პედაგოგმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უფლებები შეულახა.“- აცხადებს მშობელი. მე-9 კლასის მოსწავლესთან ამჟამდ ფსიქოლოგი მუშაობს. საქმეში სოციალური აგენტი ჩაერთო. მოსწავლისა და მასწავლებლის დაპირისპირების მიზეზს სამართალდამცავები სწავლობენ. მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქმეს სკოლის დისციპლინარული კომიტეტიც განიხილავს.