ფოთში, მშვიდობის ქუჩაზე ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელ სახლში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა ფოთი დამატების თარიღი 19 ოქტომბერი, 2017 513 ფოთში მშვიდობის ქუჩაზე ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელ სახლში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ერთსართულიან „ბარაკებად“ წოდებულ შენობაში, სოციალურად დაუცველი სტატუსის 7 ოჯახი ცხოვრობს, აქედან ორი მრავალშვილიანია. მათი განცხადებით, შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, წვიმის დროს შიგნით წყალი ჩადის და არა აქვთ ელექტრო ენერგია. „ყოველი წვიმის დროს წყალი ჩამოდის. ღამით ნორმალურად არ გვძინავს, გვეშინია ჭერი ბავშვებს არ დაეცეს თავზე. გათბობის არანაირი საშუალება არ გვაქვს.გაუსაძლის პირობებში ვცხობრობთ“ განაცხადა თამარ კაკაურიძემ. -„აქ ორი ოჯახი დევნილები ვართ.გვაქვს ბინის მისაღები შესაბამისი ქულა,მაგრამ მიუხედავად ამისა, საცხოვრებელი ფართის გარეშე დაგვტოვეს. ბოლოსდაბოლოს დაგვაყენონ საშველი, ჩვენი კუთვნილი ერთოთახიანი ბინა მაინც მოგვცენ, რომ ნორმალურ პირობებში შევძლოთ ბავშვების გაზრდა.ცოტა ხნის წინ მცირეწლოვანი შვილი ენტეროვირუსით მყავდა დაავადებული და საავადყოფოში 5 დღე ვმკურნალობდით. წვიმის დროს შიგნით წყალი ჩამოდის, ეზო კი იტბორება და გარეთ ვერ გავდიოვართ.ელექტროენერგია არ გვაქვს, 21-ე საუკუნეში შუქის გარეშე ვცხოვრობთ“_ აღნიშნა თამარ დარჯანიამ. ფოთის მერიაში აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ პრობლემას შეისწავლიან და მოქალაქეებს კოპეტენციის ფარგლებში გაუწევენ დახმარებას