ფოთში, ზღვამ ორი დღის წინ დაკარგული რუსი ტურისტის ცხედარი გამორიყა ფოთი დამატების თარიღი 11 აგვისტო, 2018 130 ფოთში, ზღვამ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. იგი პროზექტურაშია გადასვენებული. ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა,რომ ის რუსი ტურისტია, რომელიც ორი დღის წინ მალთაყვის ზღვაზე დაიხრჩო. იგი სანაპიროზე ახალგაზრდა ქალთან ერთად იმყოფებოდა. მაშველებმა მხოლოდ ქალის გადარჩენა შესძლეს. სამძებრო სამუშაოები უამინდობისა და შტორმის გამო შეჩერებული იყო. როგორც შსს-ში აცხადებენ, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.