ფოთში გამწვანების აქცია გაიმართა ფოთი დამატების თარიღი 14 ნოემბერი, 2017 338 ფოთში არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგარზდა რეფორმატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით,გამწვანების აქცია გაიმართა, რომელშიც ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა და საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. აქციის ფარგლებში ნიკოლაძის სანაპირო ზოლზე ჭანჭყატის, აბელიას და კვიპარისის ნერგები დაირგო. „ფოთელი სტუდენტების მიერ დაფუძნებული ასოციაციის ორგანიზებით, უკვე მესამე წელია ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე გამწვანების აქცია ტარდება.მინდა მადლობა უთხრა ამ ახალგაზრდებს და მოუწოდო სხვა ახალგაზრდებს მათ მიბაძონ, რადგან ყველამ ჩვენ-ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, რაც შეიძლება მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ“_ განაცხად გოჩა კურდღელიამ.