ფოთში ახალი სანიაღვრე არხის გაჭრა მიმდინარეობს ფოთი დამატების თარიღი 5 ოქტომბერი, 2017 369 ფოთში ახალი სანიაღვრე არხის გაჭრა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ზურაბ ჯამბურიას განცხადებით, ერთკილომეტრიანი არხი, რომელიც მდინარე რიონს უერთდება, ახალი სოფლის მოსახლეობას უხვი ნალექის დროს დატბორვის პრობლემას მოუხსნის. – “კოკისპირული წვიმის დროს ახალი სოფლის მოსახლეობა იტბორება,რადგან იქ არსებული სატუმბი სადგური მოთხოვნბებს ვერ აკმაყოფილებს.ამჯერად მეორე სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს,რომელიც ექსპლუატაციაში დაახლოებით ერთ თვეში შევა. მანამდე მივიღეთ გადავწყვეტილება , დაახლოებით ერთი კილომეტრი სიგრძის არხი გაგვეჭრა ,რათა თვითდინებით მოხდეს წყლის გადინება. არხის დასრულების შემდეგ მოსახლეობა შვებას იგრძნოს.” – განაცხადა ზურაბ ჯამბურიამ შეგახსენებთ, ფოთში ყოველი უხვი ნალექის დროს რამდენიმე ცენტრალური ქუჩა და საცხოვრებელი ეზოები მუდმივად იტბორება.აღნიშნულ პრობლემას ადგილობრივები გაუმართავ სატუმბ სადგურებს და მოუწესრიგებელ სანიაღვრე არხებს აბრალებენ.