ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა ფოთი დამატების თარიღი 18 დეკემბერი, 2017 384 ფოთში, აკაკისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა, შედეგად ერთ-ერთი მანქანის მგზავრი ქალბატონი დაშავდა, ის სასწრაფო დახმარების მანქანამ ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. საავადმყოფოს დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით, დაზიანებული ქალის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა: „46 წლის ქალბატონი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავებული,უტარდება ყველა საჭირო კვლევა და მკურნალობა.პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა,საჭიროებს დინამიურ დაკვირვებას”. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.