ფოთის საკრებულომ 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა ფოთი დამატების თარიღი 25 დეკემბერი, 2017 296 ფოთის საკრებულომ 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. წარმოდგენილ პროექტს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა,მათი განცხადებით ბიუჯეტი ხალხზე არ არის ორიენტირებული და ფოთის ისტოროიაში ყველაზე სუსუტი ბიუჯეტია. "უმრავლესობამ ბიუჯეტი ზარ-ზეიმით მიიღო, მაგრამ ის არ არის არაფრის მომტანი მოქალაქეებისთვის და საზოგადოებისთვის. პირობები, რაც ჩვენ შევთავაზეთ არაფერი არ გაითვალისწინეს. შეჭირვებული მოსახლეობისთვის სოციალური სახლის აშენებას ვითხოვდით. ამ გაუსაძლის მდგომარეობაში, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ერთჯერადი მატერიალური დახმარებები, ისიც არ ჩასვეს ბიუჯეტში. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის არცერთი თეთრი არ გამოყვეს. საბავშვო ბაღის თანამშრომლებს, რომლებსაც ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს ვანდობთ არ გაუზარდეს ხელფასები.ეს ბიუჯეტი არ არის ხალხზე ორიენტირებული და ამიტომაც არ დავუჭირეთ მხარი,“- აღნიშნა საკრებულოს წევრმა "ნაციონალური მოძრაობიდან“ დარეჯან ცხვიტარიამ. საპირისპიროს აცხადებს საკრებულს თავჯდომარის მოადგილე გია დარჯანია. "ეს არის სოციალური მიმართულების ბიუჯეტი, მასში ყურადღება გამახვილებულია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე და საერთო ჯამში ვფიქრობთ მომავალი წლის ბიუჯეტმა ხელი უნდა შეიწყოს იმ პრობლემების გადაწყვეტას, რაც ჩვენი ქალაქის სინამდვლეში არის.“ შგახსენებთ, ფოთის მომავალი წლის ბიუჯეტი 15 მილიონ 739 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2017 წლის ბიუჯეტზე 89 ათასი ლარით მეტია. ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით გამოყოფილი თანხა, 2017 წლის ბიუჯეტში 3 მლ. 880 ათ.ლარი იყო, 2018 წლის ბიუჯეტში კი 5 მლ.78 ათ. ლარამდე გაიზრდას ვარაუდობენ.