ფესტივალი “ფოლკლორის დღეები ” 29 ივლისიდან 23 აგვისტომდე ბათუმში გაიმართება ბათუმი დამატების თარიღი 27 ივლისი, 2018 167 27 ივლისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის გიორგი დონაძისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის ერთობლივი ბრიფინგი. ბრიფინგი მიეძღვნა ფესტივალს – ფოლკლორის დღეები. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, ,,Check in Georgia”-ს ფარგლებში, 29 ივლისიდან 23 აგვისტომდე ბათუმში, გაიმართება ფესტივალი ,,ფოლკლორის დღეები". მონაწილეობენ: აჭარისა და თბილისის სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლები, ასევე ქორეოგრაფიული ანსამბლები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. სულ 25 კონცერტი და 40-მდე ანსამბლი. კონცერტები გაიმართება ბათუმის ბულვარში – ანბანის კოშკთან, ყოველ დღე, 20:00 საათზე. დასწრება თავისუფალია. ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია, ბათუმის კულტურის ცენტრი, ბათუმის ბულვარი. ამის შესახებ ინფორმაციას ფოლკლორის ცენტრი ავრცელებს