ურთასა და ხეცერაში 4 მარტოხელა ხანდაზმულს საბნები, ბალიშები, პირსახოცები და მედიკამენტები გადაეცათ ზუგდიდი დამატების თარიღი 14 დეკემბერი, 2017 320 პროექტის "ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“-ს ფარგლებში, დღეს ურთასა და ხეცერაში, 4 მარტოხელა ბენეფიციარს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავამ,მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად საბნები, ბალიშები, პირსახოცები და მედიკამენტები გადასცა. პროექტი "ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ინოვაციური პროექტია, რომელსაც ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაცია People In Need Georgia (PIN)-თან ერთად ახორციელებს. სამიზნე ჯგუფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფი – მარტოხელა ხანდაზმულები წარმოადგენს, რომელთაც არ აქვთ ფიზიკური და ეკონომიური საშუალება მოიწესრიგონ თავიანთი საცხოვრებელი გარემო-პირობები. პროექტი 30 ბენეფიციარზეა გათვლილი. პროექტი ხელს უწყობს მარტოხელა და მარტო მცხოვრები ხანდაზმულებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და საზოგადოებასთან ინტეგრაციას. აღნიშნული პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება.