ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში უკრაინელი ექსპსერტების სავარაუდოდ დღეს ჩავლენ ტყიბულის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 25 აპრილი, 2018 211 ექსერტები უკვე ტყიბულში იმყოფებიან და საქნახშირის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ელოდებიან, რათა 5 აპრილს მომხდარი შემთხვევის ადგილი დაათვალიერონ. მათი განცხადებით, მათ უკვე შეისწავლეს ტექნიკური დოკუმენტაციის ნაწილი, რომელიც ადმინისტრაციამ მიაწოდათ. "დღეს ვიმედოვნებთ, რომ შახტში იმ ადგილზე ჩაგვიშვებენ სადაც უბედური შემთხვევა მოხდა. ასევე შევხვდებით და გავესაუბრებით თვითმხილველებს და დაზარალებულებს. თუმცა უკრაინისგან განსხვავებით ქართული კანონმდებლობა არ გავაძლევს საშუალებას საგამოძიებო პროცესის დასრულებამდე მივიღოთ ინფორმაცია თუ რა გახდა მეშახტეების გარდაცვალების მიზეზი, რაც საქმეს გვირთულებს"-განაცხადა სამთო ექსპერტმა ვიაჩისლავ კოროლმა.