ტუნაძეების მოსწავლეებმა სწავლა შესაძლოა კვლავ ყოფილ საცხოვრებელ სახლში გააგრძელონ ხულოს მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 4 დეკემბერი, 2017 272 ხულოში სოფელ ტუნაძეებში ორ საცხოვრებელ სახლთან და ორ დამხმარე შენობა ნაგებობასთან ერთად სკოლის დროებითი შენობაც დაიწვა. სოფელში სკოლის დროებითი შენობა იმის გამო იყო, რომ იქ ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. როგორც მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი "აიპრესთნ“ აცხადებს, შენობიდან ინვენტარის ძირითადი ნაწილის გადარჩენა მოხერხდა, მისივე თქმით ხანძარს საკანცელარიო ნივთები, საქმის წარმოების დოკუმენტაცია, ჟურნლები და წიგნების ძირითადი ნაწილიც გადაურჩა. ედუარდ მიქელაძის განცხადებით ტუნაძეებში სასწავლო პროცესი რამდენიმე დღით შეჩერდება, გაცდენილ დღეებს კი შაბათის ხარჯზე აანაზღაურებენ. მიქელაძის განცხადებით მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი შესაძლოა სოფელში არსებულ ორ საცხოვრებელ სახლში გააგრძელონ სადაც ამ ეტაპზე არავინ ცხოვრობს. „სოფელში არის ორ თავისუფალი სახლი სადაც ამ ეტაპზე არავინ ცხოვრობს , მიმდინარეობს სახლის მეპატრონეებთან მოლაპარაკებები და თუ შევთანხმდბით იჯარით. მოხდება მოსწავლეების აღნიშნულ შენობებში გადანაწილება და სასწავლო პროცესი იქ გაგრძელდება. სასწავლო პროცესი რამდენიმე დღით შეჩრდება, თუმცა გაცდენილ დღეებს შაბათის ხარჯზე ავანაზღაურებთ, ხანძარს ინვენტარის ძირითდი ნაწილი გადაურჩა, ასევე გადარჩა საკანცელარიო ნივთები, საქმის წარმოების დოკუმენტაცია, ჟურნლები და წიგნების ძირითადი ნაწილიც",- განაცხადა "აიპრესთან" ედუარდ მიქელაძემ. სკოლაში სულ 104 მოსწავლე სწავლობდა. თუ რა სახის ზარალი მიაყენა ხანძარმა ეს ჯერჯერობით უცნობია.