სუფსის ადიდების შედეგად ოზურგეთის სოფელ ნაგომარში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაიტბორა ოზურგეთი დამატების თარიღი 5 მარტი, 2018 285 ძლიერი წვიმის შედეგად, ოზურგეთის სოფელ ნაგომარში მდინარე სუფსა კალაპოტიტად გადმოვიდა. დატბორილია მოსახლეობის კუთვნილი საყანე ფართობები, წაღებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაწილი. აღნიშნული ტერიტორია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ოსიკო თოთიბაძემ, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსთან, თემურ გიორგაძესთან ერთად დაათვალიერა. „უხვის დინების გამო, სოფელ ნაგომარში, საყანე ფართობების ნაწილი წაღებულია, საფრთხე ექმნება, ასევე ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელ სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზას. დღის წესრიგში დგას დამცავი ჯებირების მოწყობა და ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა. მუნიციპალიტეტის მერია უახლოეს პერიოდში მიიღებს ზომებს აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად,“- განაცხადა ოსიკო თოთიბაძემ.