სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთის 5 საბავშვო ბაღს საწარმოო პროცესი შეუჩერა კახეთის მხარე დამატების თარიღი 15 მაისი, 2018 206 საქმე ეხება საგარეჯოსა და ახმეტის საბავშვო ბაღებს, სადაც უწყების ინფორმაციით, გარკვეული შეუსაბამობები იქნა აღმოჩენილი. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გეგმიური შემოწმებების დროს აღმოჩნდა, რომ ხუთივე ბაღს ინფრასტრუქტურული პრობლემები ჰქონდა, რაც ვენტილაციის სისტემის გაუმართაობას უკავშირდებოდა. თითოეული სააღმზრდელო დაწესებულება 1000-1000 ლარით დაჯარიმდა. საწარმოო პროცესი მათ ხარვეზების გამოსწორების შემდეგ აღუდგებათ.