სოფელ უჯარმაში ერთმანეთს “მერსედესისა” და “ოპელის” მარკის ავტომანქანები შეეჯახა საგარეჯოს მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 12 ოქტომბერი, 2017 317 ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში ერთმანეთს "მერსედესისა" და "ოპელის" მარკის ავტომანქანები შეეჯახა. ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია