სოფელ სამთავისში გზის რეაბილიტაცია დაიწყო კასპის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 29 მარტი, 2018 248 მიმდინარეობს სოფელ სამთავისის ტაძრის მიმდებარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა დაათვალიერა. სამუშაო პროცესს ესწრებოდნენ გზის დამპროექტებელი ორგანიზაციის „გზამკვლევი 2001“-ის და ინსპექტირების მიზნებისთვის შერჩეული შ.პ.ს. „ოპტიმალგრუპ +“ -ის წარმომადგენლები. გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ ახორციელებს. პროექტი რეგიონალური განვითარების პროექტებიდან ფინანსდება – მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის ღირებულება 602 876 ლარია. გზის ირგვლივ მდებარეობს სამთავისი – კასპის ეპარქია და სამთავისის ტაძარი, სადაც მრევლთან და მოსახლეობასთან ერთად ტურისტებიც გადაადგილდებიან. ამდენად აღნიშნული გზის კეთილმოწყობა მნიშვნელოვანია.