სოფელ ოდიშში საპროტესტო აქცია გაიმართა ზუგდიდი დამატების თარიღი 21 იანვარი, 2018 293 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივები სოფლის შიდა გზების სარეაბილოტაციო სამუშაოების დაწყებასა და წლის საწრეტი არხების გაყვანას ითხოვენ.მათი თქმით, უკვე მეხუთე თვეა სოფლის მოსახლეობა უმძიმეს პირობებშია, აზერბაიჯანულმა კომპანიამ ქალაქთან დამაკავშირებელი გზა გადათხარა და ისე დატოვა. ადგილობრივებს სოფელ ოდიშის რწმუნებული შეხვდა და პრობლემის გარკვევასა და მოგვარებას დაპირდა.