სოფელ ლეჩურიდან ომალოს მიმართულებით და პირიქით ავტოტრანპორტის მოძრაობა აიკრძალა თელავი დამატების თარიღი 10 აგვისტო, 2018 112 შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტში, თუშეთში მოსული უხვი ნალექის გამო, ავტოსაგზაო და სხვა სახის შემთხვევების პრევენციის მიზნით, 10 აგვისტოს, 17:00 საათიდან მთელი ღამის განმავლობაში, სოფელ ლეჩურიდან ომალოს მიმართულებით და პირიქით, ყველა სახის ავტოტრანპორტის მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.