სოფელ ლელიანში კულტურის სახლის რეაბილიტაცია დაიწყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 26 სექტემბერი, 2017 630 სოფელ ლელიანის კულტურის სახლის რეაბილიტაცია დაიწყო. სარემონტო სამუშაოები ორ ეტაპად მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. პირველ ეტაპზე შეიცვალა შენობის დაზიანებული სახურავი და კარ-ფანჯარა. რეაბილიტაციის მეორე ეტაპი კი ხვალ დილიდან დაიწყება, რომლის ფარგლებშიც შენობის სრული აღდგენა მოხდება. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ლექსო და მეგობრები“- და „ლელი“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „CARE” –ს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.