სოფელ ზედა კვირიკესა და სოფელ ძენწმანის სკოლების რეაბილიტაცია განხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამატების თარიღი 5 დეკემბერი, 2017 304 აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების რეაბილტიაცია განხორციელდება. მემორანდუმს ხელი მოაწერეს აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და აშშ საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის წარმომადგენელმა მაიორმა კვენტინ დოლიმ. მემორანდუმის ფარგლებში აშშ საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახური იღებს ვალდებულებას ქვეკონტრაქტორების მეშვეობით განახორციელოს სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კვირიკესა და სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია. მხარეები ერთმანეთს გაუწევენ მხარდაჭერას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, დაგეგმავენ და განახორციელებენ ერთობლივ ღონისძიებებს რეაბილიტაციის პროცესის ეფექტურად ორგანიზებისათვის.