სოფელ ვაზისუბანში მდებარე ოთხ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა გურჯაანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 19 აპრილი, 2018 297 გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მდებარე ოთხ ეკლესიას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა. სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთაძის ბრძანებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობის და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ძეგლის სტატუსი მიენიჭა – ვაზისუბნის თამარ მეფის სახელობის (XI-XII სს), „დავითიანის“ (XI-XII სს), წმ.ილიას სახელობის დარბაზულ (შუა საუკუნეები) და კვირაცხოვლის სახელობის (XIX სს) ეკლესიებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარში, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემში მდებარე ორ ისტოეიულ ობიექტს – მამა დავითის (VI-VII სს) და წმ.გიორგის სახელობის (გვიანი შუა საუკუნეები) ეკლესიებს მიენიჭა. გურჯაანის მუნიციპალიტეტში 400-ზე მეტი ისტორიული ობიექტია, საიდანაც 145 კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია.