სოფელ გოგონიძეებში მეწყერმა ბაჯელიძეების საცხოვრებელი სახლის ნაწილი და ბოსელი წაიღო ქედის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 18 ოქტომბერი, 2017 530 დღეს, დილიდან ქედის მუნიციპალიტეტში გეოლოგიურმა სამსახურმა დაიწყო დაზიანებული კერების შემოწმებითი სამუშაოები. წუხელ გვიან ღამით, სოფელ გოგინიძეებში ომარ ბაჯელიძის საცხოვრებელ სახლთან განვითარდა მეწყერი, რომელმაც წაიღო საცხოვრებელი სახლის ნაწილი და ბოსელი. ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია თენგო ბერიძის, გოჩა მანველიძის და ომარ ბაჯელიძის ოჯახი. ინტენსიურად მიმდინარეობს 12 მიმართულებით საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისთვის ქედაში მზიანი ამინდია და სიტუაცია სტაბილურია.