სოზარ სუბარმა ქალაქ წნორში ოფილი “პურ-კომბინატის“ შენობაში მცხოვრები დევნილები მოინახულა კახეთის მხარე დამატების თარიღი 29 მაისი, 2018 250 დღეს, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, მოადგილეებთან ერთად ქალაქ წნორში, დავით აღმაშენებლის ქ. N40-ში, ყოფილი "პურ-კომბინატის“ შენობაში მცხოვრები აფხაზეთიდან 1993 წელს იძულებით გადაადგილებული 8 ოჯახი მოინახულა. შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის მოადგილეები, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი, მერის მოადგილე თეიმურაზ ბალარჯიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილი და მისი მოადგილე თემურ ჯავაშვილი ესწრებოდნენ. მინისტრმა დევნილთა საცხოვრებელი ოთახები დაათვალიერა, მათი პრობლემები მოისმინა და შეძლებისდაგვარად დახმარება აღუთქვა.