სიღნაღში დედაენის დღე აღინიშნება სიღნაღის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 12 აპრილი, 2018 232 14 აპრილს, ქალაქ სიღნაღში, დედაენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება. 11:00 საათზე ბანერებით -„ჩემი ასობგერები“, „ვეფხისტყაოსანი“ და დროშებით ქალაქის მასშტაბით, საყოველთაო მსვლელობა მოეწყობა. 12:00 საათზე აღმაშენებლის მოედანზე საესტრადო და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობთ კონცერტი ჩატარდება. „დედა ენის“ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის და ა(ა)იპ „კულტურის და ხელოვნების ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდება.