სიღნაღის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია გაიმართა სიღნაღის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 22 აპრილი, 2018 204 22 აპრილს , დედამიწის საერთაშორისო დღეს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის კოორდინირებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გამწვანების აქცია ჩატარდა. გამართულ აქციაში მონაწილეობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა, მოადგილემ თეიმურაზ ბალარჯიშვილმა, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებმა, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, სასულიერო პირებმა, ტურისტებმა და პატარა მოხალისეებმა მიიღეს. ასოცდაათი ძირი წიწვოვანი ნერგი, სპორტული მოედნების, სკვერების, ტაძრის, სკოლების და სოფლის ცენტრების მიმდებარე ტერიტორიებზე დაირგო.