სილქნეტმა რეგიონებში აქციები განაახლა სიახლეები დამატების თარიღი 21 სექტემბერი, 2017 343 რუსთავში, ქობულეთში, ფოთში, ზუგდიდში, ზესტაფონსა და ხაშურში არსებული და ახალი აბონენტებისთვის ინტერნეტ და სატელევიზიო პაკეტები უფრო ხელმისაწვდომი გახდა. განახლებული აქციის ფარგლებში ოპტიკურ ქსელის მომხმარებლები 2 წლის განმავლობაში ისარგებლებენ: • 20მბ/წმ ინტერნეტით 20 ლარად/თვე • ინტერნეტითა და ტელევიზიით (+1 თემატური პაკეტით) – 23 ლარად/თვე • ინტერნეტითა და ტელევიზიით (+3 თემატური პაკეტით) – 29 ლარად/თვე აქცია დსლ ქსელის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს თვეში 29 ლარად მიიღონ ინტერნეტი და ტელევიზია (+3 თემატური პაკეტი) 2 წლის მანძილზე. აქციის ფარგლებში შეიქმნა ახალი თემატური პაკეტი „მიქსი“, რომელიც ავტომატურად გაუაქტიურდება აქციის პირობით დარეგისტრირებულ/აქციის პირობებით მოსარგებლე მომხმარებელს. აქციაში ჩართვა 2017 წლის ბოლომდეა შესაძლებელი ცხელი ხაზის 2100 100 მეშვეობით. ინსტალაცია უფასოა.