სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი დააზარალა თელავი დამატების თარიღი 9 მაისი, 2018 363 სტიქიის შედეგად სოფლები წინანდალი და კისისხევი დაზარალდა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, სტიქია დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა, დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ვენახები და ხეხილის ბაღები. "აიპრესი" თელავის მუნიციპალიტეტის მერს დაუკავშირდა. შოთა ნარეკლიშვილი აცხადებს, რომ სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი უმნიშვნელოა. "საბედნიეროდ გადავრჩით, ზარალი ძალიან უმნიშვნელოა, წინასწარი მონაცემებით საუბარია დაახლოებით10%ზე. დასეტყვილ ტერიტორიებზე მუშაობას შესაბამისი კომისიები უახლოეს პერიოდში დაიწყებენ,“- განუცხადა "აიპრესს" ნარეკლიშვილმა.