სენაკის მერი სანიაღვრე სისტემის ამოწმენდის სამუშაოებს გაეცნო რეგიონებისენაკის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 8 ნოემბერი, 2022 10 სენაკის მუნიციპალიტეტში, ქალაქად და სოფლად, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად, აქტიურად მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის ამოწმენდის სამუშაოები, ღირებულებით 580 141 ლარი. სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტან გადელია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ლევან უჩანეიშვილთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მეორე ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე პროექტს – მდინარე სკურეს კალაპოტის ამოწმენდის სამუშაოებს გაეცნო. სამუშაოების ღირებულება 83 861 ლარს შეადგენს. სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად, ამ ეტაპზე, სანიაღვრე სისტემის ამოწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს შემდეგ ლოკაციებზე: ღელე ფიცუ 1-ის ამოწმენდა თეფანიას ქუჩიდან რკინიგზამდე – თავისი შენაკადებით; ღელე ფიცუ 2-ის ამოწმენდა ჩხეტიას ქუჩიდან რკინიგზამდე – თავისი შენაკადებით; ღელე ფიცუს ამოწმენდა; დავით დემურიას ქუჩიდან მდინარე ტეხურამდე, სანიაღვრე არხის ამოწმენდა – თავისი შენაკადებით; ჯიხას ქუჩიდან მდინარე ტეხურამდე, სანიაღვრე არხების ამოწმენდა – თავისი შენაკადებით; ასათიანის ქუჩიდან ტეხურამდე, კოლხეთის ქუჩის გასწვრივ გამდინარე სანიაღვრე არხის ამოწმენდა – თავისი შენაკადებით; მეშვიდე საჯარო სკოლიდან ტეხურამდე, ტაბიძის ქუჩის გავლით, სანიაღვრე არხის ამოწმენდა – თავისი შენაკადებით; ღელე ხაბაზეთისა და ცენტრალური კოლექტორის ამოწმენდა – თავისი შენაკადებით; სამხედრო ქალაქიდან, თეკლათის მიმართულებით, ღელეს ამოწმენდა; ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდ. ნახურის კალაპოტის ამოწმენდა; ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, სანიაღვრე არხების ამოწმენდა.