სენაკის მეორე ქვეით ბრიგადაში საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე აღინიშნეს სენაკის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 30 აპრილი, 2018 447 სამხედრო მოსამსახურეებს ქართული არმიის დღე გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს, ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ამასთან, უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ სამხედრო მომსამსახურეები. ქართული არმიის დღესთან დაკავშირებით, ბრიგადაში კულტურული და სპორტული ღონისძიებებიც გაიმართა. ოფიციალურ პირებთან ერთად, სამხედრო ბაზას სამხედროების ოჯახის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სკოლის მოსწავლეებიც ესტუმრნენ. 1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები – ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო. სწორედ, ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.