საქართველოში ფერმერთა სათათბირო შეიქმნა სიახლეები დამატების თარიღი 25 სექტემბერი, 2017 455 26 სექტემბერს, 10:45 საათზე, სასტუმრო “Holiday Inn”-ში (მისამართი: 26 მაისის მოედანი №1) საქართველოს ფერმერთა სათათბიროს დაფუძნებისა და ფერმერული საქმიანობის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ახალი პროექტების პრეზენტაცია შედგება. ღონისძიებას დაესწრება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბ-ნ ლევან დავითაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბ-ნ გიორგი გახარია და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ბ-ნ გიგლა აგულაშვილი, ევროკავშირის (EU), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), შვეიცარიის თანამშრომლობის სააგენტოს, პარტნიორი ორგანიზაციების, მათ შორის ENPARD-ის პროგრამის განმახორციელებელი მხარეების წარმომადგენლები. შეხვედრაზე, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია წარმოადგენს დარგის განვითარებისათვის მნიშვნელოვან ოთხ ახალ პროექტს: ფერმერთა სათათბირო, საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია, აგრონავტი და გზა ფერმერობისკენ. სათათბიროს ფორმირება მოხდა ევროკავშირის მხარდაჭერით, ორგანიზაციის „ქეა – საერთაშორისო კავკასიაში“ მიერ განხორც იელებული ENPARD-ის პროექტის „თანამშრომლობა სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ ფარგლებში, და ასევე ორგანიზაცია „ოქსფამის“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში.