საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს სიახლეები დამატების თარიღი 22 სექტემბერი, 2017 317 23 სექტემბრის 08:00 საათიდან 18:00 საათამდე ქალაქ კასპის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია სამთავისის სათავე ნაგებობაზე სარემონტო სამუშაოების გათვალისწინებით. შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.