საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს სიახლეები დამატების თარიღი 14 ნოემბერი, 2017 190 14 ნოემბრის 20:00 საათიდან 15 ნოემბრის 11:00 საათამდე, ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევის და სოფ. ბიის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ნოჯიხევის სადაწნეო ავზის გეგმიური რეცხვითი სამუშაოების გათვალისწინებით. შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.