საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს სიახლეები დამატების თარიღი 26 ოქტომბერი, 2017 227 26 ოქტომბრის 11:30 საათიდან 27ოქტომბრის 14:00 საათამდე ქალაქ ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ტექნიკური სამუშაოების გათვალისწინებით. შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.