საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს სიახლეები დამატების თარიღი 29 სექტემბერი, 2017 286 29 სექტემბერს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე მარნეულში, სოფ. ყიზილაჯლოს, სოფ. წერეთლის, 26 მაისის, ლერმონტოვის, რუსთაველის, კოსტავას, გრიბოედოვის, 20 იანვრის, რობაქიძის, ფიროსმანის, ჯავახიშვილის, ბარათაშვილის, ხალილოვის, შაიგას, გიორგაძის, მუსხელიშვილის, მაზნიაშვილის ქუჩებზე მცხოვრებ მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ქოლაგირის სატუმბ სადგურზე ელექტრო ენერგიის გამორთვის გათვალისწინებით. შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.