საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სიახლეები დამატების თარიღი 14 სექტემბერი, 2017 536 15 სექტემბერს, 09:30 საათიდან 21:00 საათამდე, ქალაქ ტყიბულის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია რეზერვუარის გეგმიური რეცხვითი სამუშაოების გათვალისწინებით. შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.