“საქართველოს ბანკის” გურჯაანის ფილიალში აუდიტის შესვლის შემდეგ, მოლარემ თვითმკვლელობა სცადა გურჯაანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 4 აპრილი, 2018 673 ბანკის მოლარემ კი თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც აუდიტის სამსახურმა ფინანსური შემოწმება დაიწყო. "აიპრესის" ინფორმაციით, ის მედიკამენტოზური ინტოქსიკაციით საავადმყოფოში მოათავსეს. მისი მდგომარობა სტაბილურად მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველო სსკ-ის 115-ე მუხლით იძიებს. სავარაუდოდ, მოლარეს რამდენიმე ათასი ლარის გაფლანგვას ედავებიან. ამ დროისთვის უფლებამოსილება უკვე შეუჩერდა ფილიალის მმართველსა და სალაროს გამგეს. "საქართველოს ბანკს" მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.