სამტრედიის მერმა, მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ქალაქის ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელა სამტრედიის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 18 მაისი, 2018 233 მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ, მაჟორიტარმა დეპუტატმა გია მიქელაძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზურა გოგიამ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა რესპუბლიკის ქუჩაზე, ლტოლვილთა საცხოვრებელი კორპუსის შიდა სარემონტო სამუშაოები და ახალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების შენობა დაათვალიერეს. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია ,ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეზოს მოპირკეთება. რაც შეეხება ლტოლვილთა საცხოვრებელს აქ სამუშაოები აქტიურ პროცესშია და როგორც შემსრულებელმა კომპანია შპს ,,ამაგის" წარმომადგენლებმა აღნიშნეს, სამუშაოები დაახლოებით ორ თვეში დასრულდება. მუნიციპალიტეტის მერმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ და მათგან შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, შემდგომში რეაგირებისთვის, გარკვეული შენიშვნები ჩაინიშნეს.