სამტრედიაში, წინა სააღდგომოდ, სოციალურად დაუცველ და მარტოხელა მოხუცებს საჩუქრები გადაეცათ სამტრედიის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 3 აპრილი, 2018 259 დღეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სამტრედიის ფილიალის ორგანიზებით და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ წინა სააღდგომოდ, სოციალურად დაუცველ და მარტოხელა მოხუცებს საჩუქრები გადასცა. გადაადგილების პრობლემების მქონე ხანდაზმულებს ამანათები მოხალისეებმა ბინაზე მიართვეს, ხოლო უფრო აქტიურ ბენეფიციარებს საზეიმო სუფრასთან სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია მასპინძლობდა. მუნიციპალიტეტის მერმა ბენეფიციარებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მოახლოება მიულოცა და თითოეულ მათგანს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა. წითელი ჯვრის სამტრედიის ფილიალის მენეჯერმა ნათია პაპავამ თითოეულ აქტივობაში გვერდით დგომისთვის და გულისხმიერებისთვის, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერს ვალერი ფოცვერიას.