სამტრედიაში, პროექტ “მე რომ მერი ვიყო”-ს ფარგლებში ახალგაზრდები მერს შეხვდნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 20 აპრილი, 2018 230 მუნიციპალიტეტის სკოლების ბავშვთა თვითმმართველობების მაკოორდინებელი ორგანო, რომელიც მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლში ფუნქციონირებს, დღეს სამტრედიის მერს, ვალერი ფოცხვერიას და კულტურის სამსახურის უფროსს ეწვია. შეხვედრის მიზანს ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო და თანამშრომლობითი ურთიერთობა წარმოადგენდა. მოსწავლეებმა ღიად ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომლებიც, მათი აზრით, სამტრედიას სასიკეთოდ წაადგება. პროექტი სახელწოდებით ,,მე რომ მერი ვიყო" სწორედ იმ სამომავლო გეგმებს შეეხებოდა, რაც ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ახალგაზრდებს. გუნდის ლიდერმა, თამარ ჯინჭველეიშვილმა მეგობრებთან ერთად ის აქტივობები დააანონსა, რომელსაც აღნიშნული ორგანო გეგმავს. ელიკო ანკვაბმა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის მოსწავავლეთა გაერთიანების ჩამოყალიბებაში იმ დადებით მხარეებზე ისაუბრა, რომელიც მათ დღევანდელ წამოწყებას შეიძლება მოყვეს.