საგარეჯოში აზომვით სამუშაოების დროს გზის ნაწილი ჩაინგრა და მანქანა გადავარდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 5 ივნისი, 2018 209 დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოდეზიის დეპარტამენტის თანამშრომლები საგარეჯოში აზომვით სამუშაოებს აწარმოებდნენ, რა დროსაც გზის ნაწილი ჩაინგრა და მანქანა გადავარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომანქანის ამოყვანა მაშველებმა შეძლეს. ინცინდენტი გუშინ მოხდა.