საახალწლოდ განათებული ჭიათურა – ფოტოები ipressტოპ სიახლე დამატების თარიღი 18 დეკემბერი, 2018 1,095 ჭიათურის მერიის წინ საახალწლო ნაძვის ხე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ციცქიშვილმა აანთეს. განათების ცერემონიალისთვის სკვერში უამრავი ადამიანი შეიკრიბა. გივი მოდებაძემ მოსახლეობას დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა და მათ სიმშვიდე, ბედნირება და წარმატებები უსურვა. ღონისძიებაში მონაწილეობა კულტურის ცენტრთან არსებულმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა და ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა მიიღეს. საახალწლო ღონისძიებები ჭიათურაში 24 დეკემბრიდან დაიწყება. საახალწლო განათებაჭიათურა