რუსთავის მუნიციპალიტეტში საკრებულოს დელეგაციის თვითმფრინავიდან სიმთვრალის გამო გამოაძევებას არ ადასტურებენ რუსთავი დამატების თარიღი 17 მაისი, 2018 303 გავრცლედა ინფორმაცია, რომ ქალაქ რუსთავის დელეგაცია, თვითმფრინავიდან არაფხიზელი მდგომარეობის გამო გამოაძევეს. დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ვარშავაში მიფრინავდა. აიპრესმა აღნიშნული ინფორმაცია რუსთავის მუნიციპალიტეტის პრესამსახურთან გადაამოწმა. მუნიციპალიტეტში განგვიცხადეს, რომ ფაქტს არ ადასტურებენ რადგან დელეგაციამ ბორტი სიმთვარლია გამო კი არა, იმის გამო დატოვა რომ ერთ-ერთი მათგანი ცუდად გახდა. "რასაკვირკველია არ ვადასტურებთ აღნიშნულ ინფორმაციას. იმიტომ რომ არცერთი მათგანი არ იყო ბორდზე მთვრალი. ეს არის სრული აბსურდი. არანაირი გამოძევება არ ყოფილა, უბრალოდ ბორტის უფროსმა განაცხადა, რომ ნამდვილად ცუდად გახდა დელეგაციის ერთ-ერთი წევრი, შესაბამისად უფროსმა განაცხადა, რომ არ დაუშვებდა ფრენას, რადგან ამ ბორდზე მსგავსი სიტუციის გამო ფატალური შემთხვევებიც მომხდარა", – განგვიცხადეს მუნიციპალიტეტში. შემთხვევა 10 მაისს მოხდა. დაახლოებით დილის 06:00 საათზე თბილისი-ვარშავის რეისზე.