რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან საგარეჯოში 18 პროექტი დაფინანსდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 7 ივნისი, 2018 195 მიმდინარე წელს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 პროექტია დაფინანსებული. განხორციელდება მარჯანიშვილის, მამისაშვილის (პირველი და მესამე შესახვევი), ჩოლოყაშვილის, თავისუფლებისა და ლესელიძის ქუჩების რეაბილიტაცია, რისთვისაც რეგიონული განვითარების ფონდიდან 332 500 ლარი დაიხარჯება, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან – 17 500. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილია საფეხბურთო სტადიონისა და საჭიდაო დარბაზის რეაბილიტაციაც. ორივე მიმართულებით მთლიანობაში 533 412 ლარია გათვალისწინებული. "დაახლოებით 2 თვეა, რაც სოფელ პატარძეულში მიმდინარეობს ჩიხლაანთ უბნის გზის მოასფალტების სამუშაოები. 427 481 ლარია გამოყოფილი რეგიონული განვითარების ფონდიდან და 22499 ლარი – ადგილობრივი ბიუჯეტიდან. კაკაბეთში, მთელი სოფლის მასშტაბით, მოეწყობა სასმელი წყლის ქსელი. ასევე მოასფალტდება ვერხვიანისა და ყანდაურის დამაკავშირებელი გზა, ამისთვის მთლიანობაში 198 000 ლარია გათვალისწინებული. საგარეჯოს #5 საბავშვო ბაღს ჩაუტარდება რეაბილიტაცია, ასევე სოფელ მანავში მოეწყობა გადასასვლელი ხიდი.“-აღნიშნეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში. ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით იგეგმება: – საგარეჯო-ნინოწმინდის დამაკავშირებელ გზაზე არსებული გარე განათების ნათურები შეცვლა ე.წ. ლედ-განათების ნათურებით. პროექტის ღირებულებაა 35000 ლარია, ასევე სოფელ გიორგიწმინდაში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისთვის დაიხარჯება 40 000 ლარი; ქალაქ საგარეჯოსა და სოფელ ნინოწმინდაში სანიაღვრე არხების მოსაწყობად გათვალისწინებულია 35 000 ლარი; სოფელ წყაროსთავში მოეწყობა ჭაბურღილი, პროექტის ღირებულება 25 000 ლარს შეადგენს. -საგარეჯოში, სადგურის ზედა უბანში მოეწყობა ჭაბურღილი და რეზერვუარი. პროექტის ბიუჯეტი 40000 ლარია; – სოფელ ანთოკში გარე განათების მოსაწყობად 10 000 ლარი გამოიყოფა; – სოფელ პატარძეულში, გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმამდე მისასვლელი გზის მოასფალტებაზე 50 000 ლარი დაიხარჯება;