რა სახის დახმარება გაეწევათ სოფელ ტუნაძეებში ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ხულოს მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 4 დეკემბერი, 2017 332 ხულოში სოფელ ტუნაძეებში ხანრის შედეგად 5 შენობა ნაგებობა დაიწვა: ორი საცხოვრებელი სახლი, ორი დამხმარე შენობა ნაგებობა და ერთი დროებითი სკოლის შენობა. ღია ცის ქვე დარჩა ხარაბაძეების ოჯახი, ხოლო სკოლის გარეშე სოფლის 104 მოსწავლე. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში "აიპრესს" განუცხადეს ოჯახები უსფრთო ადგილას არიან გაყვანილი, მუნიციპალიტეტის მერის გოჩა მელძის განცხადებით, მათი 10 ათას ლარიან პროგრამაში ჩართვა მოხდება, მისივე თქმით ოჯახების შეშით უზრუნველყოფის საკითხზეც მუშაობენ. „ამ დროისთვის მოქალაქეები არიან უსაფრთხო ადგილას გადაყვანილი. ვმუშაობთ ქირით დროებით დაბინავებაზე. ამასთან ვმუშაობთ იმ საკითხზეც, რომ 10 ათას ლარიანი პროგრამის ფარგლებში დავეხმაროთ . ჩვენი მერიის თანამშრომლები თვისი ინიციატივით დღესვე პირველადი კვების პროდუქციას ავიტანთ, ასევე ვმუშაობთ შეშით უზრუნვეყოფის საკითხზე, ეს არის ძირითდად ის დახმარება რისი გაწევაც ჩვენ შეგვიძლია", – განაცხადა "აიპრესთან" ხულოს მერმა გოჩა მელაძემ. რაც შეეხება სკოლას მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსის ინფორმაციით, ხანძარს შენობიდან ინვენტარის ძირითადი ნაწილის გადარჩენა მოხერხდა, მისივე თქმით ხანძარს საკანცელარიო ნივთები, საქმის წარმოების დოკუმენტაცია, ჟურნლები და წიგნების ძირითადი ნაწილიც გადაურჩა. ედუარდ მიქელაძის განცხადებით ტუნაძეებში სასწავლო პროცესი რამდენიმე დღით შეჩერდება გაცდენილ დღეებს კი შაბათის ხარჯზე აანაზღაურებენ. მიქელაძის განცხადებით მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი შესაძლოა სოფელში არსებულ ორ საცხოვრებელ სახლში გააგრძლონ სადაც ამ ეტაპზე არავინ ცხოვრობს.