რა მდგომარეობაა ამ წუთებში ანაკლიაში – ვიდეო-ფოტო რეპორტაჟი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე დამატების თარიღი 12 აგვისტო, 2018 120 უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ანაკლიაში. დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, აგრეთვე ეზოები და სასოფლო სამოურნეო ნაკვეთები. მოსახლეობა აცხადებს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს თუმცა უშედეგოდ. მათივე თქმით დატბორვა გამოიწვია სანიაღვრე სისტემის გაუმართავობამ. ჯერ-ჯერობით უცნობია რა ზარალი მიადგა სტიქიის სედეგად მუნიციპალიტეტს. ადგილზე ამ წუთებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები მუშაობენ, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი რეაგირება დაგვიანებული იყო.