რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე დამატების თარიღი 15 ივლისი, 2018 240 სტიქიის ზონაში მუშაობს მძინე ტექნიკა იმისთვის, რომ დაზიანებული ჯებირები აღადგინონ და მდინარე კალაპოტს დაუბრუნდეს. სოფელ ღებსა და პატარა ღებს შორის დამაკავშირებელი ხიდი ნაწილობრივ აღდგენილია და აქ მხოლოდ ფეხით გადაადგილებაა შესაძლებელი. გაიწმინდა ალტერნატიული შემოვლითი გზა, რომელიც გუშინ გარესამყაროს მოწყვეტილ სოფელს უკავშირდება და სადაც მხოლოდ ორხიდიანი მანქანებით გადაადგილებაა შესაძლებელი.