რაჭაში სტიქიას ებრძვიან – გარესამყაროს სამოცამდე ოჯახია მოწყვეტილი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე დამატების თარიღი 14 ივლისი, 2018 173 სოფელ ღებში მდინარე რიონმა უბნებს შორის დამაკავშირებელი ხიდი წაიღო. მდინარე რიონის ადიდება გადაურებელმა წვიმამ გამოიწვია. გარესამყაროს მოწყვეტილია სამოცამდე ოჯახი. სტიქიის შდეგად გადაკეტილია წესი-ურავის გზის მონაკვეთიც სადაც ტექნიკაა მობილიზებული და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. დაიტბორა რამდენიმე სახლის ეზო და სავარგულები.