პროექტ “განავითარე შენი რეგიონი”-ს ფარგლებში კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გაიმართა კასპის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 22 მარტი, 2018 346 კასპის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ მერებაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლეონიძე პროექტის „განავითარე შენი რეგიონი“-ს ფარგლებში „საქართველოს ახალგაზრდულ პარლამენტის“ და პარტნიორ ა(ა)იპ ,,საქართველოს დამოუკიდებელ სტუდენტთა და მოსწავლეთა გაერთიანება“-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ. პროექტი „განავითარე შენი რეგიონი“ გულისხმობს საქართველოს ქალაქებში სხვადასხვა გზებით და მეთოდებით ახალგაზრდა ლიდერების ჩამოყალიბებას, არაფორმალური განათლების პოპულარიზაციას და მათი უნარების განვითარებას. შეძენილი გამოცდილებით მათ შესაძლებელობა მიეცემათ ჩაერთონ სახელმწიფო განვითარების პროცესში. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტის პოტენციალზე კერძოდ – ტურიზმისა და საზაფხულო ბანაკებისათვის არსებულ საუკეთესო ადგილებზე და სხვა. მხარეები სამომავლო ურთიერთ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.