პრემიერი: ხვალ დავასახელებ გუბერნატორებს სიახლეები დამატების თარიღი 19 აგვისტო, 2018 109 ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ კურორტ ბახმაროში განაცხადა, თუმცა მას წინასწარ არ დაუსახელებია, თუ ვინ შეიძლება იყვნენ ისინი. "ხვალ მექნება ბრიფინგი და დავასახელებ გუბერნატორებს და ყველაფერს იქ გაიგებთ", – განაცხადა ბახტაძემ. შეგახსენებთ, 2018 წლის 26 ივლისს შიდა ქართლის, მცხეთა მთიანეთის, სამეგრელო ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორები თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.