პორშე პანამერას ახალი მოდელის პრეზენტაციას გამართავს სიახლეები დამატების თარიღი 1 დეკემბერი, 2017 428 2 დეკემბერს 20:00 საათზე , PORSCHE CENTRE TBILISI-ს ორგანიზებით, კინოსტუდიის მე-5 პავილიონში (მის: ახმეტელის ქუჩა 10ა) გაიმართება The All New PORSCHE PANAMERA SPORT TURISMO-ს პრეზენტაცია. PORSCHE PANAMERA-ს ახალი მოდელი, რომელიც გამოირჩევა დიზაინით და დახვეწილი ორიგინალური ფორმებით. ავტომობილი დიდ პოპულარობას მოიპოვებს პორშეს მარკის მოყვარულთა შორის, რადგან სრულიად ახალი კონსტრუქცია უფრო მეტ დინამიურობას, სისწრაფეს, მოქნილობას, კომფორტს და ამბიციურობას ანიჭებს ავტომობილს. PANAMERA SPORT TURISMO-ს ყველაზე მაღალი კონფიგურაციია გახლავთ: 4,0 ლიტრიანი ორმაგი ტურბო ძრავი, რომელიც 3.4 წამში ანვითარებს 100 კმ/სთ სიჩქარეს, ხოლო სიმძლავრე 680 ცხენის ძალა აქვს. შასის კონტროლის სისტემა, მოხვევადი უკანა თვლები, Drive Assistance სისტემა ავტომობილის მართვას უფრო სასიამოვნოს და უსაფრთხოს ხდის. Porsche Connect-ის მეშვეობით კი ავტომობილი ციფრულ სამყაროს უკავშირდება. პორშეს ყველა პრეზენტაცია განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში. ღონისძიებებს უნიკალურს ხდის არამარტო ახალი მოდელის პრემიერა, არამედ შოუ-პერფორმანსიც, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სპეცეფექტებითაა გაჯერებული. PANAMERA SPORT TURISMO-ს ნახვა ყველა მსურველისთვის შესაძლებელი იქნება პორშე ცენტრი თბილისის შოურუმში 4 დეკემბრიდან: მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, #5. აკრედიტაციისთვის გთხოვთ დარეკოთ შემდეგ ნომერზე: 599049694, ან გამოაგზავნოთ მოთხოვნა ელ. ფოსტაზე: p.beridze@tpv.ge